მხარდაჭერა

მოგესალმებათ საქართველოში TechSoup-ის გლობალური დონაციის პროგრამის დახმარებისა და მხარდაჭერის განყოფილება!

აქ თავმოყრილია მთელი ის ინფორმაცია, რომელიც, ვფიქრობთ, ვებ-გვერდზე მუშაობისა და პროგრამაში მონაწილეობის დროს გამოგადგებათ:

  • როგორ დავრეგისტრირდეთ
  • როგორ მოვითხოვოთ დონაციები
  • Microsoft-ის დონაციის პროგრამა
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და გამოყოფილი თანხები
  • პროგრამაში მონაწილეობის წესები Get Genuine-ის პროგრამული უზრუნველყოფისთვის
  • კორპორატიული ლიცენზირების მომსახურების ცენტრი (VLSC) - პროგრამული უზრუნველყოფის მართვის გარანტირების სარგებელი
  • როგორ ჩამოვტვირთოთ და დავაყენოთ Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფა
  • გამოყენების პირობები

თუ რომელიმე კითხვა უპასუხოდ დაგრჩათ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე.

როგორ დავრეგისტრირდეთ

მოგესალმებათ TechSoup Global-ის დონაციის პროგრამა საქართველოში! ვიმედოვნებთ, რომ ეს მოკლე სახელმძღვანელო მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ მთელ პროცესს!

ელექტრონულ წერილში მითითებული იქნება ბმული, რომელსაც უნდა მიჰყვეთ TechSoup Global-ის დონაციის პროგრამის სისტემაში შესასვლელად, და ასევე მოცემული იქნება დეტალური განმარტებები მთლიანი პროცესის შესახებ.

აქედან სულ 2 ნაბიჯი გრჩებათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით დონაციების მოთხოვნამდე: თქვენი, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლის, სისტემაში შესვლა და ორგანიზაციების რეგისტრაცია. ამ საფეხურების გავლის შემდეგ უნდა დაელოდოთ ჩვენი მხრიდან იმის დადასტურებას, რომ თქვენს ორგანიზაციას აქვს უფლება ისარგებლოს ჩვენი მომსახურებით. აღნიშნულის დადასტურების შემდეგ კი შეგიძლიათ მოითხოვოთ დონაციები.

1) შედით სისტემაში
უპირველეს ყოვლისა, შედით სისტემაში იმ ბმულის გამოყენებით, რომელიც TechSoup Global-ის მხარდაჭერის ჯგუფისგან მიღებულ ელექტრონულ წერილში იყო მითითებული, დააყენეთ პაროლი და თქვენი სარეგისტრაციო ბარათი (profile).

2) დაარეგისტრირეთ თქვენი ორგანიზაციები

შემდეგ გადადით ჩანართზე “ჩემი ორგანიზაციები“, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ დაამატოთ ორგანიზაციები.

ა) თუ გსურთ ორგანიზაციების სათითაოდ რეგისტრაცია, დააჭირეთ ღილაკს „ორგანიზაციის დამატება“.

ბ) თუ გსურთ ორგანიზაციების ერთიანად რეგისტრაცია, დააჭირეთ ღილაკს „ორგანიზაციების ერთიანი ატვირთვა“ და ატვირთეთ ორგანიზაციების ჩამონათვალი შესაბამის ფორმატში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დონაციები გადაეცემათ მხოლოდ ორგანიზაციებს. სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად ძირითად საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) სარეგისტრაციო ნომერი (გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ან ოფიციალური დოკუმენტი)
ბ) ოპერაციული ბიუჯეტი
გ) საჯარო ტერმინალების რაოდენობა და კომპიუტერების რაოდენობა ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის

მოგიწოდებთ, რომ ორგანიზაციების რეგისტრაციის დროს თქვენი პირადი ელექტრონული ფოსტა არ გამოიყენოთ და, ნაცვლად ამისა, ისარგებლოთ ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტით, რომელზეც გაიგზავნება ყოველგვარი ინფორმაცია დონაციების შესახებ.

 

როგორ მოვითხოვოთ დონაციები

გთხოვთ, შეხვიდეთ პლატფორმაზე თქვენი სახელისა და პაროლის გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ პაროლი დაგავიწყდათ, დააჭირეთ ბმულს „პაროლის შეცვლა“.

პლატფორმაზე შესვლის შემდეგ შესაძლებლობა გექნებათ გადახედოთ ჩვენს კატალოგში შეტანილ პროდუქტებს (კატალოგი) და აირჩიოთ ძიება პროდუქტის კატეგორიის ან ენის მიხედვით. ორივე შემთხვევაში თქვენ იხილავთ ხელმისაწვდომი პროდუქტების ჩამონათვალს მათთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან ერთად. კონკრეტული პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის უნდა დააჭიროთ შესაბამის ბმულს.

Get Genuine-ის პროდუქციის შეკვეთა წარმოადგენს ცალკე პროცედურას. გთხოვთ, სხვა პროდუქტებთან ერთად get genuine-ის პროდუქციას ნუ განათავსებთ.

როდესაც კატალოგიდან პროდუქტის შეძენას გადაწყვეტთ, დააჭირეთ ღილაკს „აირჩიეთ ორგანიზაცია“ და ღილაკზე „მოთხოვნის გაკეთება“ დაჭერით ჩამონათვალში მონიშნეთ იმ ორგანიზაციის სახელწოდება, რომლისთვისაც ათავსებთ შეკვეთას. შემდეგ, სასურველი პროდუქტების კალათაში დასამატებლად დააჭირეთ ღილაკს „კალათაში დამატება“. კალათაში დაგროვებული პროდუქტების ნახვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. როცა დაასრულებთ პროდუქტების შერჩევას, გადადით შეკვეთის დასრულებაზე.

დასასრულს თქვენ მიიღებთ შემაჯამებელ ინფორმაციას თქვენი შეკვეთისა და პროდუქციის მიტანის მისამართის შესახებ. აღნიშნული ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის დააჭირეთ ღილაკს „მოთხოვნის გაგზავნა“. შეკვეთის გაგზავნის შემდეგ თქვენ მიიღებთ ელექტრონულ წერილს და თხოვნა გვექნება, დაფაროთ ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხა.

თანხის გადახდის დადასტურებისთანავე შეკვეთა შესრულდება და თქვენ მიიღებთ ორ ელექტრონულ წერილს Microsoft-ისგან.

Microsoft

Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის დონაციის პროგრამა არამომგებიან და საქველმოქმედო ორგანიზაციებს სხვადასხვა სახის პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ Microsoft-ის ასობით პროფესიული და კორპორატიული პროდუქტიდან შეარჩიოთ ის, რაც თქვენს ორგანიზაციას სჭირდება.

შეიტყვეთ მეტი პროგრამის შესახებ:

  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და გამოყოფილი დონაციები

შეიტყვეთ მეტი მოცემული საკითხების შესახებ Microsoft-ის კორპორატიული ლიზენცირების მომსახურების ცენტრის (VLSC) პორტალზე:

  • პროგრამაში მონაწილეობის წესები Get Genuine-ის პროგრამული უზრუნველყოფისთვის
  • კორპორატიული ლიცენზირების მომსახურების ცენტრი (VLSC) - პროგრამული უზრუნველყოფის მართვის გარანტირების სარგებელი
  • როგორ ჩამოვტვირთოთ და დავაყენოთ Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფა

Microsoft -ის დონაციის პროგრამა - დაშვების წინაპირობები და გამოყოფილი დონაციები

Microsoft -ის პროდუქციაზე მოთხოვნების რაოდენობა და სიხშირე
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის Microsoft-ს გამოყოფილი აქვს განსაზღვრული დონაციები პროდუქციის სახით, რომელთა მოთხოვნა ორწლიანი პერიოდის მანძილზეა შესაძლებელი. ორი წლის განმავლობაში, პროგრამაში მონაწილეობის უფლების მქონე თითოეულ ორგანიზაციას შეუძლია მოითხოვოს:

  • პროდუქტები 10-მდე სალიცენზიო ჯგუფიდან, სამუშაო მაგიდისა და ოპერაციული სისტემებისთვის 50-ლიცენზიის მაქსიმუმით ან სალიცენზიო ჯგუფის მხოლოდ ერთი ლიცენზიის უფლებით (დეტალები იხილეთ ქვემოთ)
  • მაქსიმუმ 10 სერვერული პროდუქტი, განურჩევლად ჯგუფისა (დეტალები იხილეთ ქვემოთ)

ორწლიანი პერიოდის მანძილზე ორგანიზაციის მიერ Microsoft-ის პროდუქციაზე გაგზავნილი მოთხოვნების რაოდენობა შეზღუდული არ არის იმ დრომდე, ვიდრე ის სრულად არ აითვისებს გამოყოფილ დონაციას.

ორი წლის შემდეგ იწყება ახალი ციკლი და ხდება გამოყოფილი დონაციების განახლება.

ქვემოთ მოცემულია განმარტებები იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სალიცენზიო ჯგუფები და რა პრინციპები მოქმედებს მაქსიმალურ დონაციებთან დაკავშირებით ორწლიანი ციკლის განმავლობაში.

სალიცენზიო ჯგუფების შესახებ
სალიცენზიო ჯგუფში შედის ყველა ის პროდუქტი, რომელიც არსებითად ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება. მაგალითად, ერთ სალიცენზიო ჯგუფში გაერთიანებულია Windows-ის ოპერაციული სისტემის პროდუქტები, მათ შორის Windows 7 Professional, Windows 7 Enterprise, Windows 8.1 Professional, Windows 8.1 Enterprise ყველა ენაზე, 32-ბიტიანი და 64-ბიტიანი ვერსიები.

მაქსიმუმ 10 სალიცენზიო ჯგუფის შესახებ 

ორგანიზაციას უფლება აქვს მაქსიმუმ 10 სალიცენზიო ჯგუფიდან მოითხოვოს პროდუქტები. მაგალითად, თუ ორგანიზაცია მოითხოვს Office Professional Plus-ის, Visio-ს, Windows Server-ისა და Windows Server-ზე კლიენტური წვდომის ლიცენზიებს, მისი მოთხოვნა 10 გამოყოფილი სალიცენზიოო ჯგუფიდან მოიცავს 4-ს.

სალიცენზიო ჯგუფში გამოყოფილი ლიცენზიების მაქსიმუმის შესახებ
ორგანიზაციას უფლება აქვს ორი წლის მანძილზე თითო სალიცენზიო ჯგუფიდან მოითხოვოს მაქსიმუმ 50 ლიცენზია ინდივიდუალურ კომპიუტერზე (მაგ.: სამაგიდო ან გადასატან პერსონალურ კომპიუტერზე) მომუშავე გამოყენებითი პროგრამებისთვის, კლიენტური წვდომისა და მართვის ლიცენზიებისთვის, და სერვერის გამოყენებით პროგრამასთან კავშირის თუ მისი მართვის უზრუნველმყოფელი სხვა ლიცენზიებისთვის.

ლიცენზიების მაქსიმალური რაოდენობა ეხება სატიტულო ჯგუფში შემავალი პროდუქტების ერთობლიობას. მაგალითად, თუ ორგანიზაცია მოითხოვს Office Professional Plus-ის 10 პროდუქტს ინგლისურ ენაზე, 10 პროდუქტს - ესპანურ ენაზე, 10 პროდუქტს - ფრანგულ ენაზე და კიდევ 10 პროდუქტს - Mac-ისთვის, მაშინ გამოვა, რომ ორგანიზაციამ საოფისე პაკეტის სალიცენზიო ჯგუფიდან მოითხოვა 40 პროდუქტი და აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს კიდევ 10 ლიცენზია იმავე ჯგუფიდან.

გამოყოფილი 50 ლიცენზიის საშუალებით, ორგანიზაციამ შესაძლებელია კონკრეტული ტიპის პროდუქტი 50-მდე კომპიუტერზე დააყენოს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციებს, რომელთაც ერთ კომპიუტერზე რამდენიმე Windows-ის საოპერაციო სისტემა აქვთ, შეუძლიათ დააყენონ პროდუქტის იმდენი ნიმუში რამდენიც ლიცენზირებულია; იხილეთ კორპორატიული ლიცენზირების ხელშეკრულება და პროდუქტის გამოყენების წესები.

რადგან ორი წლის მანძილზე მთლიანობაში მაქსიმუმ 10 სერვერის პროდუქტის გამოყენებაა შესაძლებელი, ლიცენზიის მაქსიმუმი - 50 არ ვრცელდება სერვერებზე.

სერვერის პროდუქტის მაქსიმალური წილის შესახებ
ორგანიზაციას უფლება აქვს ორი წლის მანძილზე მთლიანობაში მაქსიმუმ 10 სერვერის პროდუქტი მოითხოვოს. სერვერის პროდუქტები შეიძლება შედიოდეს მხოლოდ ერთ სალიცენზიო ჯგუფში ან შეიძლება იყოს 10 სხვადასხვა სალიცენზიო ჯგუფიდან. მოთხოვნა შესაძლებელია მანამ სანამ სალიცენზიო ჯგუფის რაოდენობა ორი წლის განმავლობაში არ გადააჭარბებს 10-ს.

მაგალითად, ორგანიზაციას უფლება აქვს მოითხოვოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ერთი:

  • Windows-ის სერვერის სალიცენზიო ჯგუფიდან ათი პროდუქტი
  • Windows-ის სერვერის სალიცენზიო ჯგუფიდან ერთი პროდუქტი, Exchange Server-ის სალიცენზიო ჯგუფიდან ორი პროდუქტი და პატარა ბიზნეს სერვერის პრემიუმ (Small Business Server Premium) სალიცენზიო ჯგუფიდან შვიდი პროდუქტი
  • პატარა ბიზნეს სერვერის პრემიუმ (Small Business Server Premium) სალიცენზიო ჯგუფში სამი პროდუქტი და SQL სერვერის სალიცენზიო ჯგუფში შვიდი პროდუქტი.

ზოგიერთ სერვერს სჭირდება მენეჯმენტის ან კლიენტთა წვდომის ლიცენზია (CALs) იმისათვის რომ შეძლონ თავიანთ კომპიუტერებით ქსელში მუშაობა. მენეჯმენტის და წვდომის ლიცენზიები ერთმანეთისგან გამოყოფილია და სატიტულე ჯგუფში შედიან მაქსიმუმ 50 ლიცენზიით.

ორწლიანი ციკლის შესახებ
თქვენი ორგანიზაციის Microsoft-ის ორწლიანი დონაციის ციკლი იწყება, მაშინ როდესაც თქვენი ორგანიზაცია გააკეთებს Microsoft-ის პროდუქტის პირველ მოთხოვნას. თუ თქვენს ორგანიზაციას 2013 წლის 27 ივლისამდე აქვს მოთხოვნილი Microsoft-ის რომელიმე დონაცია, მისი ციკლი განახლდება. ახალი ციკლი დაიწყება 2013 წლის 27 ივლისის შემდეგ, Microsoft-ის დონაციის პირველად მოთხოვნისას.

თქვენი ორგანიზაციის ციკლი დაწყების თარიღიდან 2 წლის განმავლობაში გასტანს. ამის შემდეგ ის დაუყოვნებლივ განახლდება და გაგრძელდება შემდეგი ორი წლის მანძილზე და ა.შ. მაგალითად, თუ ორგანიზაციის პირველი ციკლი დაიწყო 2013 წლის 12 ოქტომბერს, მისი ახალი ციკლი დაიწყება 2015 წლის 12 ოქტომბერს, ამ დროს ორგანიზაციას ახალი დონაცია გამოეყოფა.

Microsoft -ის დონაციის ცენტრი
დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ შეამოწმონ Microsoft-ის დონაციის ცენტრის ვებ- გვერდი, რათა ნახონ მათი ორწლიანი ციკლის თარიღები და მთლიანი გამოყოფილი დონაციიდან რამდენია ხელმისაწვდომი (გვერდის სანახავად უნდა შეხვიდეთ სისტემაში).