TechSoup Global-ის შესახებ

TechSoup Global, 501(c)(3) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა იდეის საფუძველზე, რომ ტექნოლოგია სოციალური ცვლილებების ძლიერი ხელშემწყობი ფაქტორია. მას შემდეგ, ორგანიზაციამ გარშემო შემოიკრიბა ინდივიდებისა და სხვა ორგანიზაციების ქსელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ამ რწმენას იზიარებენ. აღნიშნული ქსელი შეთანხმებულად მუშაობს, რათა განავითაროს და გაავრცელოს გადაუდებელი გამოწვევების აღკვეთის ინოვაციური მიდგომები.  ჩვენი საქმიანობის ძირითადი მამოძრავებელი პრინციპია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები არიან ცვლილებების აგენტები და არა დახმარების ბენეფიციარები. TechSoup Global-ის აქტივობები მიმართულია ისეთი მდგრადი თემების ჩამოყალიბებისკენ, რომლის ყველა წევრს წვლილი შეაქვს თემის განვითარებაში და არა რესურსების გადანაწილებისაკენ თემების წევრებს შორის.

ჩვენ გვჯერა,რომ ყველა წევრი ფლობს რესურსს, რომლითაც შეუძლია, პრობლემის გადაჭრაში საკუთარი წვლილის შეტანა. სწორედ ასეთი კონტრიბუციები ხდის შესაძლებელს ჩვენს საქმიანობას.