ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შესახებ

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისიაა, პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი 2008 წლის თებერვალში დაფუძნდა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მანდატები და მიდგომები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სამოქალაქო მონიტორინგი, კორპორატიული და საზოგადოებრივი ფილანტროპია,, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება და საჯარო პოლიტიკის შემუშავება, საზღვრისპირა და თემთაშორისი თანამშრომლობა,, გენდერის ინტეგრაცია პროგრამებში, ახალგაზრდების ინტეგრაცია, სექტორებს შორის თანამშრომლობა, ღია კარი.

მანდატებისა და მიდგომების ფარგლებში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი შემდეგ პროგრამებს ახორციელებს: თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისთვის, ახალგაზრდული ინტეგრაცია, ევროპული ინტეგრაცია, სოციალური მეწარმეობის განვითარება და ღია კარის საგრანტო პროგრამა.

 

ფონდის დონორებისა და პარტნიორების რიცხვში არიან  ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში (EU), შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (Sida) და ა.შ.