Microsoft-ის დონაციის პროგრამა

Microsoft-ს სჯერა, რომ ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებების მოტანა შეუძლია. ამის გამო, კომპანია თანამშრომლობს ათასობით ისეთ ორგანიზაციასთან მსოფლიოს მასშტაბით, როგორიც თქვენია, რათა თითოეულ მათგანს დაეხმაროს მისიის შესრულებაში. Microsoft-ის დახმარების მიღება დონაციის, ტრეინინგებისა თუ რესურსების სახით, ერთნაირად შესაძლებელია როგორც მცირე ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ერთ თემს ემსახურებიან, ისე მსხვილი არაკომერციული ორგანიზაციებისათვის რომელთაც მილიონობით ბენეფიციარი ჰყავთ.

Microsoft-სთვის პატივია, ითანამშრომლოს TechSoup Global-თან და არაკომერციულ ორგანიზაციებს, საქველმოქმედო დაწესებულებებს, რელიგიურ ორგანიზაციებსა და აშშ-ს მასშტაბით მოქმედ საჯარო ბიბლიოთეკებს გადასცეს სხვადასხვა პროდუქტი დონაციის სახით.