წესები და პირობები

მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

TechSoup Global არ გამოიყენებს საიტზე მითითებულ ინფორმაციას რაიმე სხვა მიზნებისთვის, გარდა მითითებულისა. TechSoup Global არ გამოიყენებს თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას, თუკი თავად არ განაცხადებთ თანხმობას მათ გამოყენებაზე. TechSoup Global-დან დამატებითი ინფორმაციის მიღებაზე, ან გამოწერაზე თანხმობის შემთხვევაში, თქვენ ამავდროულად შესაძლებლობა გექნებათ აღნიშნული კომუნიკაციიდან ამოეწეროთ ნებისმიერ დროს. TechSoup Global მოქმედებს მონაცემთა დაცვის აქტისა (1998) და ელექტრონული კომუნიკაციების აქტის (2003) პირობების დაცვით. TechSoup Global-ის საქმიანობა ასევე ეყრდნობა DMA ელექტრონული მიმოწერის მარკეტინგის საბჭოს რეკომენდირებულ საუკეთესო პრაქტიკასა და მითითებებს. TechSoup Global არასოდეს გამოიყენებს ან ნებას მისცემს მესამე პირებს, არამიზნობრივად გამოიყენონ შეგროვებული პირადი ინფორმაცია და მონაცემები.

TechSoup Global არ ყიდის ან ავრცელებს და არც მომავალში გაყიდის ან გაავრცელებს რომელიმე ორგანიზაციის საკონტაქტო  ინფორმაციას ან სხვა მონაცემებს დაუკითხავად.

TechSoup Global ვებსერვერზე ინახავს სტანდარტულ ლოგ ფაილებს. ლოგ ფაილები არ ინახავენ პერსონალურ ინფორმაციას. არამედ, აგროვებენ ინფორმაციას, რომელიც TechSoup Global-ს ეხმარება, შეაფასოს მისი თითოეული გვერდის პრაქტიკულობა. ამ ინფორმაციაში შეიძლება, შედიოდეს თქვენი კომპიუტერის IP მისამართი. TechSoup Global-ი არ გამოიეყენებს ამ მისამართს თქვენთან დასაკავშირებლად და არც გარეშე პირებს მისცემს ამის უფლებას.